მათ. VI.11. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის
ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ახდენს მზა ანკეტით/კითხვარით მითითებულ რესპონდენტთა გამოკითხვას და
აგროვებს მონაცემებს;
· ატარებს მარტივ სტატისტიკურ ექსპერიმენტს და აგროვებს მონაცემებს. ირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (დაკვირვება,
გაზომვა, მონაცემთა ამოკრება მოცემული ერთობლიობიდან) და იყენებს მას, ასაბუთებს
თავის არჩევანს.
მათ. VI.12. მოსწავლეს შეუძლია
თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და ამოცანის ამოსახსნელად
ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ახდენს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა კლასიფიკაციას
(გარდა დისკრეტულ რაოდენობრივ მონაცემთა ინტერვალებად დაჯგუფებისა) და
დალაგებას;
· ქმნის მონაცემთა ცხრილებს, მათ შორის დაჯგუფებული რაოდენობრივი
მონაცემების შემთხვევაში;
· აგებს წრიულ და სვეტოვან დიაგრამებს (როდესაც მონაცემები იძლევა
სკალის ადვილად შერჩევის საშუალებას).
მათ. VI.13. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და
რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ითვლის შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს (მონაცემთა საშუალო,
უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობები) დისკრეტული რაოდენობრივი მონაცემებისთვის და
იყენებს მათ მონაცემთა ერთობლიობის დასახასიათებლად;
· ადარებს მონაცემთა რამდენიმე ერთობლიობას მათი წინასწარ მოცემული
სტატისტიკური მახასიათებლების საშუალებით;
· პოულობს მონაცემთა ერთობლიობაში არსებულ კანონზომიერებებს და მსჯელობს
მათზე.
ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის
მიღების, შენახვისა
და ორგანიზების დროს.
|
воскресенье, 10 сентября 2017 г.
სტანდარტთან კავშირი. ესგ-სთან კავშირი
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий